ფრანგული პრესა: "ინტერი" ვან დე ვილით დაინტერესდა"
იტალიაში გავრცელებული ჭორები დღეს საფრანგეთშიც დაადასტურეს, როგორც ფრანგული პრესა იუწყება, აიაქსის ყოფილი გარემარბი გრეგორი ან დერ ვილი, რომელიც დღეს "პე-სე-ჟეს" ღირსებას იცავს, "ინტერი" დაინტერესდა. შესაძლოა ეს ჭორები სერიოზული აღმოჩნდეს და 25 წლის ფრანგი გარემარბი "ნერაძურიში" აღმოჩნდეს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლით გამოირჩა. "ინტერი" მას მაიკონის შემცვლელად განიხილავს, მაიკონის რომელიც "ნერაძური", ინგლისში გაუშვა. მისი წასვლის შემდეგ ფლანგი კაპიტანმა ჩაიბარა, თუმცაღა ცხადზე ცხადია, რომ ძანეტი შეტევაში თითქმის არ ერთვება და უფრო თავდაცვაზეა ორიენტირებული. ვნახოთ ფრანგის გადმოსვლის შემთხვევაში რამდენად შეძლებს ის შეტევებში ჩართვას და გუნდის გაძლიერებას.
ჯონათანი: "ნერაძურიში მინდა დარჩენა"
ბრაზილიელი ფეხბურთელი ჯონათანი გუშინ ესტუმრა ინტერ Channel-ს და მცირე ინტერვიუ მისცა რობერტო სკარპინს. მის პირველ შეკითხვაზე, თუ რა მდგომარეობაა მის გარშემო გუნდში? " მე აქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ არ გაგიკვირდებათ ალბათ თუ ჟუანს გამოვყოფ, ჩვენ თანამემამულეები ვართ და შესაბამისად ერთ ენაზე ვსაუბრობთ ხოლმე, თუმცა კამბიასოც და მილიტოც ჩემი მეგობრები არიან, როგორც სხვა დანარჩენები. გუნში თავს ძალიან კონფორტულად ვგრძნობ. თქვენ ახსენეთ ჟუანი, რას გვეტყვით მასზე? ის გულით ძალიან კარგი ყმაწვილია. აი როგორც ფეხბურთელი კი, ის აჩვენებს იმ თამაშს რაც მას შეუძლია, მან კიდევ უნდა გააუმჯობესოს თამაში, ნამდვილად შეუძლია მეტი. ორ-სამ წელიწადში მას შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო მცველი გახდეს. ისევ თქვენზე ვისაუბროთ, უშუალოდ თქვენს მომავალზე. მე არ მინდა ბრაზილიაში დაბრუნება, ჩემი უპირველესი მიზანია "ნერაძურიში" დარჩენა. მიუხედავად იმისა რომ იტალიის ჩემპიონატში თამაში ნამდვილად რთულია, მე მიყვარს სერია ა. როდესაც ვარჯიშს ვამთავრებ, მე მთლიან დროს ჩემს ოჯახს ვუთმობ. ჩემს მეუღლეს, შვილს დ აჩემს მეგობარს რობერტოს...
ხავიერ ძანეტი და რომის პაპის შეხვედრა
"ინტერის" უბერებელი კაპიტანი ძანეტი, რომის პაპს ფრანცისკს შეხვდა, რომელიც პირველი არგენტინელი პაპი გახლავთ. ძანეტიმ საყოველთაო ეკლესიის უმაღლეს პონტიფიკს საკუთარი მაისური უძღვნა, გადასცა კაპიტნის სამკლავურიც, რომელზეც გამოსახული იყო სამი სახელმწიფოს დროშა – ვატიკანის, იტალიისა და არგენტინის, ასევე – პაპისა და თავად ფეხბურთელის ინიციალები. "დღეს სურვილი ავისრულე. ეს ჩემთვის დიდი პატივია. შევხვდი უბრალო ადამიანს დიდი გულით, რომლის მთელი ძალისხმევაც მორწმუნეების დახმარებისკენ არის მიმართული”, – ძანეტის სიტყვები "ინტერის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ რომის პაპი ფეხბურთის დიდი ქომაგია. გთავაზობთ ფრანცისკ პირველისა და ხავიერ ძანეტის შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას.
"ინტერის” ფორვარდით დუბაიში დაინტერესდნენ.
როგორც Sky Sport Italia იტყობინება, "ინტერის” თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ ოფიციალური წინადადება იმ კლუბისგან მიიღო, რომლის სავარჯიშო ბაზაც არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში, ანუ დუბაიში მდებარეობს.
ამავდროულად, "ნერაძური” შესაძლოა ფეხბურთელის გაყიდვას დათანხმდეს, რადგან მას გუნდის მთავარ მწვრთნელთან ანდრეა სტრამაჩიონისთან კონფლიქტი შეექმნა და კლუბში აღარ ენდობიან. თავად კასანო, თავის მხრივ, შესაძლოა ამ შეთავაზებას დათანხმდეს, რათა სარფიანი კონტრაქტი მიიღოს და სამუშაო ადგილიც შეიცვალოს. შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს კასანო 31-წლის ხდება.
van der villi dzalian magari mcvelia da martlac ro maiconis stils tamashobs kargi iqneba misi xilva intershi...jonatan ase kargad tu gaagrdzeleb dagtovcebe albat gundshi...me vpiqrob kasano unda gaushvan da ragac tanxa mainc aigon,vera ra vegar qachavs ukve da tan berdeba..
ვან დერ ვილი მართლაც კარგი ვარიანტია. აი კასანო კიდე დასაწუნი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის ცოტა სკამზე რომ იკადროს დაჯდომა კაცი არ აჯობებს მაგრამ შანსი არ არის მაგის, ასაკი უტრაკებს თორე მეტი რა აქვს მას დასაწუნი? კიდევ გავიმეორებ რომ კასანომ რომ ცოა იკადროს დაჯდომა სკამზე და შეცვლაზე შემოსვლა ან გასვლა ( მაგრამ...)