”ინტერის” სატრანსფერო ექსპერტმა დი მარციომ განაცხადა იმის შესახებ რომ მაურო იკარდის ტრანსფერი გადაწყვეტილია და იგი ივნისში ”ინტერის” ფეხბურთელი გახდება:
”ჩვენი მთავარი მიზანი ზაფხულში მილიტოს შემცვლელის პოვნაა, ეს იქნება პირველი ამოცაანა სატრანსფეროო ბაზარზე. ჩვენ გავიფორმეთ მარკო ანდრეოლი კიდევ ერთი ნიჭიერი მცველი, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვა ”ინტერში” ივნისში. რაც შეეხება მაურო იკარდის მისი ტრანსფერი გადაწყვეტილია ”ინტერი” და ”სამპდორია” 13 მილიონზე შეთანხმდნენ და ერთადერთი დეტალი რაც გასარკვევია გადახდის ფორმაა, შესაძლებელია 12 მილიონი პლიუს დუნკანი, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია, ის რომ იკარიდი ზაფხულში ”ინტერში” ჩაირიცხება ეს უკვე გადაწყდა, ერთადერთი პრობლემა ”ნაპოლისთან” კონკურენცია იყო თუმცა ჩვენ უპირატესობა გვქონდა ის რომ იკარდიმ ”ინტერი” არჩია და ჩვენ ამაშიც გავიმარჯვეთ, ფეხბურთელის სურვილი ყოველთვის გადამწყვეტი ფაქტორია ტრანსფერში მას ”ინტერში” თამაში სურს”