შეგახსნებთ რომ მძიმე ტრამვის გამო ”ინტერმა” დაკარგა ცენტრფორვარდი დიეგო მილიტო, რომელიც გუნდს ამ სეზონში ვეღარ დაეხმარება. ბოლო რამოდენიმე თამაშია გუნდს აშკარად აკლია ცენტრფორვარდი, ამის გამო ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ გადაწყვიტა თავისუფალი აგენტის სტატუსიანი ფეხბურთელის დამატება და დიდი შანსია ეს იყოს ნორვეგიელი 33 წლის თავდამსხმელი ჯონ კარეუ. ამის შესახებ გააკეთა კომენტარი ინტერის სატრანსფერო ექსპერტმა დი მარციომ:
”ბოლო ორი თამაშია ”ინტერს” აშკარად ეტყობა ცენტრფორვარდის არ ყოლა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ დავიმატოთ თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ფორვარდი, რომელიც სეზონის ბოლომდე დაგვეხმარება. ჩვენ დაუკავშირდით ჯონ კარეუსს. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები”