სამშაბათი, 03.12.2024, 14:39
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » აპრილი » 7 » დიდი ხავიერი
11:41
დიდი ხავიერი


 ბევრი დიდი კაპიტანი გვახსოვს და ვიცით მათ შორის ისეთებიც, დავიწყებას რომ არასოდეს მიეცემიან. მაგრამ არის ერთი, სხვათაგან გამორჩეული და უფრო ღირსეული სახელის მქონეც. კაცი, რომელიც არასოდეს ბერდება და კაცი, რომელიც ჭეშმარიტ მაგალითად დარჩება მომავალი თაობებისთვის. ამ კაცს სახელად ხავიერ ადერმარ ძანეტი ჰქვია და ამ სახელისა და გვარის უკან, სულ სხვა სული და სიდიადე იმალება. ყველას უნდა შურდეს მილანის "ინტერის” ქომაგებისა, რადგან მილანელთა კლუბში ჭეშმარიტი ლეგენდა თამაშობს.
 ბევრნი, ძალიან ბევრნი იყვნენ გამორჩეულები და ისეთები, "თაობის ლეგენდებად” რომ შერაცხეს. მაგრამ გაიარა მცირე ჟამმა და მათი თამაშიდან რამდენიმე ეპიზოდიღა დაგვრჩა მეხსიერებაში. ხავიერს დროთა მდინარებამ ძვრაც კი ვერ უყო და ამ კაცზე იმდენი რამის თქმა და იმდენი რამის გახსენება შეიძლება, რომ ძალიანაც რომ მოინდომო, ყველაფერს, უბრალოდ, ვერ დაწერ და ვერ იტყვი. ხავიერი როგორც მცველი, ხავიერი როგორც გუნდის ლიდერი, ხავიერი როგორც ფლანგის მოთამაშე და ხავიერი როგორც კაპიტანი... ეს ყველაფერი არასოდეს დაიფარება დავიწყების ბურუსით. განა, შეიძლება დაგავიწყდეს ეს 40 წელს მიტანებული კაცი როგორ ფეხდაფეხ დასდევს ახალგაზრდა, სრულაიდ პირტიტველა ბიჭებს და არა მხოლოდ დასდევს, ხშირად ჯობნის კიდეც! ჯობნის ყველაფრით – ნიჭით, ტექნიკით, აზროვნებით და ხშირად, სისწრაფითაც კი.
 ერთხელ მაინც გინახავთ მოედანზე დოინჯშემოყრით უსაქმურად მდგარი ხავიერ ძანეტი? ან მატჩის დასრულების შემდეგ გაუხვითქავი და ოფლგამოუდენელი ძანეტი თუ გახსოვთ ვინმეს?! დღემდე დიდ გაკვირვებას იწვევს, როგორ ახერხებს ეს ჭარმაგი კაცი მოედნის ყველა იმ ნაწილში ყოფნას, სადაც ის გუნდს სჭირდება და ამასთან ერთად, თითქმის ყოველთვის მედგრად იცავს თავის ფლანგს. და მხოლოდ იცავს?... "ინტერის” ლამის ყველა შეტევის სულისჩამდგმელი, სწორედ ძანეტია და საწყენი მხოლოდ ის არის, რომ ხავიერ ძანეტი ერთია დედამიწაზე და მისი ასლების გაკეთება არ შეიძლება. თორემ, რომელ გუნდს არ დაამშვენებდა მრავალი "ხავიერ ძანეტები” თუნდაც თავდასხმაში, ან ნახევარდაცვაში.
 კარგი, ღირსეული კაცი, ტკბილი ოჯახითა და ხალასი იუმორით... მისი ასაკის ფეხბურთელები კვებითი რეჟიმის დაცვას ვეღარ ახერხებენ. ხავიერი კი, ყოველთვის ერთ წონაზე დგას, ყოველთვის ერთსა და იმავე კვებით რეჟიმს იცავს და ვარჯიშებზეც ყოველთვის პირველი მიდის. წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა ფეხბურთელი რა დონის უსაქმური და უტვინო უნდა იყოს, როდესაც გუნდში ხავიერ ძანეტი ჰყავს და მისგან ვერაფერს ისწავლის. ძანეტი თავის ცხოვრებით, თამაშით, მორალით, პრინციპებითა და რა თქმა უნდა, ღირსებით, ჭეშმარიტი მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის. განსაკუთრებით იმ ახალგაზრდა ბიჭებისათვის, ვისაც დიდი ფეხბურთის თამაში აქვს ოცნებად ქცეული. დიდ ფეხბურთს კი, მხოლოდ დიდი ადამიანები თამაშობენ!
 მაშინ, როდესაც მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელების დიდი ნაწილი სულ იმის ცდაშია, როგორ მოხიბლოს "ყვითელი პრესა” და როგორ გამოჩდნენ ბულვარული ჟურნალების ყდებზე, ხავიერ ძანეტის ჰობი და ცხოვრების წესი საკუთარ შვილებთან ყოფნაა. ”როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ამ დროს თითქმის მთლიანად ჩემს შვილებს ვუთმობ. ჩემი ასაკის ფეხბურთელებს უკვე კარიერა აქვთ დასრულებული და ოჯახისთვისაც მეტი დრო რჩებათ. მე კი არ მინდა ჩემს შვილებს ფეხბურთისგან მორჩენილი დრო მოვაკლო”, – ამბობს ძანეტი და საერთოდ არ ბაქიაობს. მისი თანაგუნდელები ამბობენ, რომ ხავიერ ძანეტის, ტყუილები და აფერისტობანი ჭირივით სძულს. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. ჩვენ ხომ ჩვენი დროის უდიდეს ფეხბურთელზე - ხავიერ ძანეტიზე ვსაუბრობთ!
კატეგორია: ინტერნაციონალე | ნანახია: 738 | დაამატა: Zanetti | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 14
1 Giuseppe-Meaca  
0
resfect avrot <3

შეტევებში ჩართვაზე, ვერ დაგეთანხმები მითუმეტეს ყველა შეტევაში ერთვებაო ეგ ხომ ვაბშე ზღაპარია. ძანეტი არის დაცვის იმედი, ბაზარი არაა ზოგჯერ თვითონაც მიდის მარა მაიკონის წასვლის მერე ის ფლანგი შეტევაში ჩაკვდა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

2 intereli  
0
ახალგაზრდა, უტვინო, რეგვენი და ხისთავიანი რომელიც ვერაფერს სწავლობს ხავიერისგან ეს არის ჯონათანი...

პ.ს კარგი სტატიაა ავტორ

3 nerazzurri  
0
martla calian didi pexburtelia da didi adamiania martla yvelaferi sheuclia kidev 40 clis asakshic didi capitania interis . kais statiaa momecona

4 tegiinter  
0
martlac unikaluri pexburtelia yvelgan sheudzlia tamashi magram ras davakvirdi icit,ise agar ertveba shetevebshi rogorc adre vechnad pass aketebs arada sheudzlia ro chaertos da moatyuos ramdenime pexburteli magram etyoba asparezs axalgazrdebs utmobs:D

5 Zanetti  
0
spasiba bratci

6 nerazuri  
0
ყველაფერი ითქვა ჩვენ ლეგენდა კაპიტანზე და რაღა დავამატო..საღოლ ავტორ specool

7 Giuseppe-Meaca  
0
ჩვენი სომბოლო რომ წავა მერე რა ეშველება გუნდს? :დდდ

8 interista  
0
au es ro wava interidan, prosta ver warmovidgen ra :( gundis suli da guli :*

10 Giuseppe-Meaca  
0
მეც ეგრე ვარ ;)

9 intermilaniiiiiiii  
0
forca interrrrrr :*: *: *:

11 gio  
0
magari kacia

12 marqsi  
0
ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ ძანეტი არასდროს წავა ინტერიდანო!!! მხოლოდ ძანეტი, რომ თამაშობდეს გუნდში მხოლოდ ამისთვის ღირს ინტერის გულშემატკივრობა! კაპიტანო, კაპიტანო, კაპიტანო, კაპიტანო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! flag3

13 wesleysneijder  
0
sagool avtor flag3 flag3 flag3

14 mito  
0
zaneti genacvale magari xar msoflios legenda xar

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter