გუშინდელმა დერბიმ ვერცერთი მხარე ვერ დატოვა კმაყოფილი, ვერც შედეგითა და ვერც სანახაობით. მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე დასამოხსოვრებელი ახალგაზრდა კოუტინიო იყო, რომელიც ძალიან ახლოს იყო ანგარიშის გახსნასთან, თუმცა ბოლო წუთს გამოუცდელობამ იჩინა თავი. მაგრამ ამის მიუხედავად, ყველა კმაყოფილია ბრაზილიელის თამაშით. "ეს იყო მნიშვნელოვანი, თუმცა საკმაოდ მომქანცველი მატჩი. ჩვენ ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ყოველთვის რაღაც გვაკლდა ბოლოში, პირველ რიგში იღბალი. შემდეგი თამაშისთვის უკეთ მოვემზადებით. ეს მხოლოდ და მხოლოდ სეზონის სტარტია და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, წინ ხომ უამრავი მატჩი გველის. ინტერში თამაშობენ უმაღლესი დონის ჩემპიონები, როგორებიც არიან ეტო'ო, სნეიდერი და მილიტო, რომლებიც აუცილებლად გაიტანენ. მეც რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებ გასატანად." "მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გვერდში მიდგას და მეხმარება დიდ კლუბში ადაპტაციაში. ეს ეხება ქომაგებსა და თანაგუნდელებს, განსაკუთრებით კი ძანეტისა და მაიკონს."-განუცხადა კოუტინიომ Sky-ს ჟურნალისტს ინტერი-იუვეს დასრულების შემდეგ, რომელიც როგორც ვიცით უგოლო ყაიმით დასრულდა.
|