ინტერის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მისი წამყვანი ფეხბურთელების 70% დაშავებულია. ნერაძურას ასეთი შემადგენლობით როსონერის ნაირ მრისხანე მეტოქესთან ბრძოლა ძალიან გაუჭირდება, თუმცა არც მილანის მდგომარეობაა სახარბიელო. ამ ორ გუნდს შორის განსხვავება მხოლოდ 6 ქულას შეადგენს, ამ ჰანდიკაპის განეიტრალება კი სრულიად შესაძლებელია.
ძალიან მნიშნვნელოვანი მატჩი გველის, სადაც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და ჩვენს საჩემპიონო ამბიციებს ხორცი შევასხათ"–განაცხადა მილიტომ Tuttosport-თან ინტერვიუში.
ჩემი გუნდი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ ბევრი წამყვანი მოთამაშის ტრავმა საინტერესო კითხვისნიშნებს სვამს... ზუსტად ვიცი, რომ დერბიში გამარჯვებული გუნდი უდიდეს ფსიქოლოგიურ მუხტს მიიღებს და სეზონს ძალიან მაღალ დონეზე ჩაამთავრებს.
მილანი"ფავორიტია? არა, ყველა დერბით ახალი ისტორია იწყება. მიუხედავად იმისა, რომ "როსონერისთან" ურთიერთ შეხვედრებში დიდი შედეგიანობით ვერ დავიკვეხნით, აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ჩვენ წელს მათზე ძლიერები ვართ. ეს ყველაფერი პირველ დაპირისპირებაში ნათლად გამოჩნდა, სადაც მეტოქე 4–0 დავამარცხეთ.
მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ, მარცხის გაფიქრებაც კი მზარავას...–ასეთი სიტყვებით დაასრულა ინტერვიუ დიეგო მილიტომ.