მილანის "ინტერის” არგენტინელი შემტევისთვის, დიეგო მილიტოსთვის სეზონი დასრულდა და ეს ყველაფერი არაა – შესაძლოა, 33 წლის ფეხბურთელს 9 თვემდე უქმობა მოუხდეს. ამის მიზეზი ევროპის ლიგაზე გამართულ მატჩში მიღებული ტრავმაა.
"კლუჟთან” გამართული შეხვედრა მხოლოდ 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მილიტომ ფეხი ძალიან ცუდად დადგა და მუხლის ტრავმა მიიღო. ერთი შეხედვითაც ცხადი იყო, რომ არგენტინელს დიდი დრო გაუცდებოდა. თამაშის შემდეგ, ტრავმის სერიოზულობა გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც დაადასტურა. "სამწუხაროდ, ამ ტრავმამ, საღამო გაგვიფუჭა. მილიტოს საშინელი დაზიანება აქვს. ასეთი ტრავმის მიღების შანსი მხოლოდ 1 პროცენტია, მაგრამ დიეგოს არ გაუმართლა. ახლა, ისღა უნდა გავიგოთ, როდის გაიკეთებს ფეხბურთელი ოპერაციას.” – ციტირებს ანდრეა სტრამაჩონის სიტყვებს Football Italia.
დაკოპირებულია: http://worldsport.ge დან. http://worldsport.ge/ge/page/diego-militostvis-sezoni-dasrulda#comment_1638311