ინტერის" თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ თავისი გუნდის მომავალ მეტოქეზე "ინტერზე" და ჟოზე მაურინიოზე ისაუბრა. "ინტერი" მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი კლუბია.ყველამ კარგად ვიცით რომ მაურინიოს გაწვრთნილი ნებისმიერი გუნდი ორგანიზაციული და კარგი თამაშით გამოირჩევა.ჩვენ გვსურს ყველა ტურნირზე წარმატების მიღწევა სადაც კი ვასპარეზობთ,მაგრამ ფეხბურთელთა უმრავლესობას განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს,რასთანაც ბოლო ორი წელია ახლოს ვიყავით. ჯოზემ "ჩელსისათვის" ბევრი გააკეთა და გულშემატკივრები და ფეხბურთელები მას ყოველთვის თბილად ხვდებიან.ჩემთვის მაურინიო ყოველთვის მეგობრად დარჩება,მაგრამ მისი გუნდის დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებ,რადგან გავიდეთ მომავალ ეტაპზე. სამუელ ეტოო ევროპაში ერთ–ეერთი საუკეთესო თავდამსხმელია.მასთან რაც შეიძლება ფრთხილად და მჭიდროდ უნდა ვითამაშოთ,ასევე "ინტერის" ნახევარდაცვას არ უნდა მივცეთ თავისუფლად მოქმედების საშუალება.იმედი მაქვს ეტოოს ნაკლებად მიეცემა ჩვენს კარში დარტყმის შანსი. ჯონ ტერის სახით ჩვენ შესანიშნავი კაპიტანი გვყავს,რმელიც ყოველთვცის პოულობს შესაფერის სიტყვებს თამაშის წინ და ახერხებს ფეხბურთელების გამარჯვებისათვის და ბრძოლისათვის მომართვას.მომავალი თამაშის წინ კი მე და ფრენკ ლამპარდიც ვიპოვით შესაფერის სიტყვებს,რადგან "ინტერთან" დაპირისპირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია."
|