მილანის "ინტერის" გამოცდილი ნახევარმცველი ხავიერ ძანეტი მიღწეული შედეგით კმაყოფილი და რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერია. ვეტერანი არგენტინელი აცხადებს, რომ "ჩელსი" მაურინიომ დაამარცხა და არა "ინტერმა".
"გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, ყოველი ჩვენგანი 150%_ით დაიხარჯა, მაგრამ გასული მატჩი მაურინიომ მოიგო და არა ჩვენ. პორტუგალიელი ნამდვილი გენიოსია." – განაცხადა ძანეტიმ "ინტერის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.
"განმეორებით შეხვედრაში წარმატების მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ჟოზეს გამჭრიახობის იმედი მაქვს."
"ჯერ არაფერი დასრულებულა, ყველაფერი ლონდონში გაირკვევა, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მთავარი ნაბიჯი უკვე გადავდგით."
|