მილანის ინტერნაციონალეს უცვლელი კაპიტანი ხავიერ ძანეტი აღიარებს რომ წელს მილანის ასეთი შემადგენლობის წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელი იქნება.
ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რობინიოს ტრანსფერით "მილანმა" სერიოზული განაცხადი გააკეთა სკუდეტოს მოგებაზე.
რა თქმა უნდა მილანი ჩვენი მთავარი მოწონააღმდეგე იქნება ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, ხოლო ის ფაქტი, რომ ჩვენს წიააღმდეგ ზლატანი ითამაშებს ამ დაპირისპირებას განსაკუთრებულს გახდის. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რომა და იუვე, დედაქალაქელებს შემადგენლობა თითქმის არ შეუცვლიათ, ხოლო ბებერი ქალბატონი საკმაოდ გაძლიერდა. ორივე სტრატეგია შეიძლება წარმატების მომტანი აღმოჩნდეს. წინ 38 მატჩია და ჩემპიონობა უძლიერესს ერგებ- განაცხადა არგენტინელმა ვეტერანმა.
|