ინტერის" არგენტინელი კაპიტანი და ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ხავიერ ძანეტი ძალიან ბედნიერია. როგორც მოგეხსნებათ, კოპა იტალიას პირველ ნახევარმფინალურ შეხვედრაში, მისმა გუნდმა ფლორენციის "ფიორენტინა" დაამარცხა. მიუხედავა იმისა, რომ "ნერაძურა" არასტაბილურად ასპარეზობდა, მილანურმა გრანდმა სასურველი შედეგის მიღწევა მაინც მოახერხა. შეხვედრა 1–0 დასრულდა, ეს ერთად ერთი გოლი დიეგო მილიტოს ანგარიშზეა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, მიღწეულმა რეზულტატმა უზომო სიხარული მოგვიტანა. ეს მხოლოდ პირველი დაპირისპირება გახლდათ, ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გაიკრვევა, რომელიც ფლორენციაში შედგება, წინ ურთულესი მატჩი გველის."–განაცხადა არგენტინელმა "Tuttosport"-თან ინტერვიუში.
"ინტერი" სტაბილურად განაგრძობს წინსვლას, ეს ყველა ჩვენგანს ძალიან უხარია, მაგრამ გოლების გატანა ძალიან გვიჭირს. მართალია ჩვენს თამაშში მცირე ლაფსუსები შეიმჩნევა, მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის და იმედია ასეც გაგრძელდება. პრანდელის შეგირდებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწიეს, მათ გამარჯვებაც შეეძლოთ, მაგრამ საბედნიეროც ჩვენ უფრო გაგვიმართლა."
შემდეგი მეტოქე კალიარია, რომელიც ყოველმიზეზგარეშე უნდა დავამარცხოთ.
–დაასრულა ძანეტიმ.
|