მილანის "ინტერის” ვეტერანმა მცველმა, ხავიერ ძანეტიმ "სამპდორიასთან” გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ როდრიგო პალასიო არაჩვეულებრივი იყო.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა "ნერაძურის” გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. ორივე გოლი როდრიგო პალასიომ გაიტანა.
"მატჩის დასაწყისში, მეტოქის მხრიდან ზეწოლა იგრძნობოდა, თუმცა როდრიგო პალასიო არაჩვეულებრივი იყო და სამი ქული მოპოვებაში უდიდესი როლი ითამაშა. მისი წარმატების საიდუმლო? ყველაფერი ერთად… სიმართლე რომ გითხრათ, ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რასაც ამტკიცებს კიდეც”, – უთხრა ძანეტიმ Inter Channel-ს.
ხო, მაგრამ ჯონათანი მაინც ყველაზე მაგარი შევიძინეთ.. ის ახალი მეიკონია! :D:D რა გააკეთა გუშინ ის რა იყო?! :D http://www.youtube.com/watch?v=bTlAp6cfO_c