მთავარი » 2013»იანვარი»18 » ძანეტი: "ჩვენ იტალიის თასის და ევროპის ლიგის მოგება გვსურს"
01:36
ძანეტი: "ჩვენ იტალიის თასის და ევროპის ლიგის მოგება გვსურს"
"ინტერის" კაპიტნის მიხედვით, მისი გუნდი ორივე ჩემპიონატში გამარჯვებას შეეცდება.
"ეს სიმართლეა. ჩვენ გვინდა მოვიგოთ იტალიის თასი და ევროპის ლიგა. ასევე "სერია ა"-ში, მაღალი პოზიციის დაკავება გვსურს."-აცხადებს ხავიერ ძანეტი.
"გუნდს შეუძლია ამის გაკეთება. ნახევარი სეზონის განმავლობაში, ჩვენ ძალიან გავძლიერდით და მოგვცა შესაძლებლობა, განსხვავებულ მიმართულებებზე გადასვლისა. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ასპექტებში ძალები კარგად ვერ გამოვიყენეთ. "იუვენტუსის" დამარცხების შემდეგ, მცირე ვარდნა გვქონდა."-განაცხადა არგენტინელმა ნახევარმცველმა, Telelombardia-სთან მიცემულ ინტერვიუში.