83 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა 1982 წლის მუნდიალის გამარჯვებული მწვრთნელი ენცო ბეარზოტი.
ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი როგორც ფეხბურთელი მილანის ინტერისა და ტორინოს ღირსებას იცავდა.
ბეარზოტი თავდაპირველად იტალიის 23 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი გახლდათ. 1975 წელს კი ენცო პირველი ნაკრების თავკაცი გახდა.
1978 წლის მუნდიალზე აპენინელებმა 4-ე ადგილი დაიკავეს. 1982 წლის ესპანეთში ჩატარებულ მუნდიალზე კი ბეარზოტის გუნდი ტურნირის ტრიუმფატორი გახდა. ენცომ ნაკრებში ისეთ ფეხბურთელებს მოუყარა თავი როგორებიც ძოფი, კოლოვატი, შირეა, კაბრინი, ჯენტილე, ბერგომი, ორიალი, კონტი ტარდელი, გრაციანი, როსი, ალტობელი და ანტონიონი იყვნენ.
ბეარზოტი ნაკრებს შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზეც გაუძღვა, თუმცა 1986 წლის პირველობა ნაკლებად წარმატებული გამოდგა და აპენინელები ტურნირს მერვედფინალოდან გამოეთიშნენ. ჯამში ბეარძოტი იტალიელთა თავკაცი 104 ჩატარებულ შეხვედრაში იყო !!!
|