მაშინ ,როცა სრულიად საფეხბურთო სამყარო ( ინტერი 2–0 მილანი ) თამაშზე ლაპარაკობენ,თანაქალაქელი გრანდების ბოსებს სულ სხვა საფიქრალი აქვთ.როგორც აღმოჩნდა, გულშემატკივრებისაგან განსხვავებით,როცა საქმე მოითხოვს ისინი ერთნანეთს მშვენივრად უგებენ .
Gazzetta dello sport-თან საუბრისას ''ინტერის'' აღმასრულებელმა დირექტორმა ერნესტო პაოლილომ განაცხადა,რომ ''ნერაძური'' ჯერჯერობით აღარ განიხილავს ცალკე სტადიონის აშენების გეგმას და ისინი თანაქალაქელ ''მილანთან'' ერთად შეუდგებიან ''სან-სიროს'' რეკონსტრუქციას.მითუმეტეს,რომ სან-სირო 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის აპირებს მასპინძლობას.ბოლოს პაოლილომ ისიც დასძინა,რომ ვიმედოვნებ ლიგის ფინალშიც სწორედ მილანური დერბი შედგებაო.
შეგახსენებთ,რომ ევროპის ერთერთი ყველაზე ბრწყინვალე არენა''სან-სირო'' 1926 წლის 19 სექტემბერს გაიხსნა .აქამდე არენას ორჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. პირველად 1956 წელს,ხოლო მეორედ 1989 წელს.სტადიონი 80 000 მაყურებელს იტევს.
|