ლონდონის ჩელსის მცველი ეშლი კოული ევერტონთან მატჩში დაიმტვრა და ტრავმის გამო 3 თვე ვერ დაეხმარება არისტოკრატებს… ევერტონთან მატჩში, რომელშიც ჩელსი 1:2 დამარცხდა 57-ე წუთზე ლენდონ დონოვანთან შეჯახების შემდეგ ეშლი კოული მოედნიდან გაიყვანეს. Sky Sports _ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩელსის კოული 9 მაისამდე ვერ დაეხმარება, ხოლო ხსენებულ 9 რიცხვში ლონდონელები უიგანს ეთამაშებიან. კოული ვერ დაეხმარება გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ინტერთან დაპირისპირებაში. ასევე შეგახსენებთ, რომ ეშლი კოული ინგლისის ნაკრების ფეხბურთელიც გახლავთ და კაპელოს მისი სამხრეთ აფრიკაში წაყვანა დაგეგმილი აქვს. მსოფლიო ჩემპიონატამდე ეშლი გამოჯანმრთელდება, მაგრამ როგორ ფორმაში შეხვდება ის პლანეტის პირველობას არავინ იცის. ამხანაგურ თამაშებში კი კოულს ნაკრებში უენ ბრიჯი შეცვლის.
|