მილანის "ინტერის" კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტო'ო დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი სერია "ა"–ს 27–ე ტურის მატჩს, "ჯენოას" წინააღმდეგ წარმატებით დაასრულებს და ჩემპიონატში ლიდერობას კიდევ უფრო განიმტკიცებს.
"სკუდეტოსათვის ბრძოლა გრძელდება, ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ინტერია, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა, ყოველი მომდევნო მატჩი ჩვენს სასიკეთოდ უნდა წარვმართოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებას ვერ მივაღწევთ." – განაცხადა კამერუნელმა La Gazzeta Dello Sport-თან ინტერვიუში.
"ჯენოა აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოგვიწევს, ფარხმალს არ დავყრით, ბოლომდე თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ."
"მსოფლიო ჩემპიონატი ძნელად პროგნოზირებადი ტურნირია, ნამდვილად არ ვიცი ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ იმედს არასდროს ვკარგავ..." – დაასრულა სამუელმა.
|