მილანის ინტერის ფორვარდი სამუელ ეტო'ო თვლის, რომ სტემფორდ ბრიჯზე ჩელსი მის გუნდს შემტევ ფეხბურთს დაუპირისპირებს და ისინი მხოლოდ გოლების გატანაზე იქნებიან კონცენტრირებულნი. პირველ თამაშში "ნერიაძურიმ" 2:1 გაიმარჯვა და რა თქმა უნდა ამ მატჩმა ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა, რომლებსაც პასუხი სამშაბათს გაეცემათ. "ჩელსი თავის მოედანზე ყოველთვის ფავორიტია. ჩვენთან თამაშს კი ისინი ორმაგი მოტივაციით შეხვდებიან, ჩვენ ხომ გამარჯვებულები ჩავდივართ ლონდონში." "შემტევ ფეხბურთს შემტევსვე დავუპირისპირებთ და შევეცდებით გავიტანოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. მე ამის მჯერა!" "ყველაზე მეტად დროგბას ვუფრთხი. ის მართლაც, რომ სერიოზული თავსატეხი იქნება ჩვენი მცველებისთვის. იმედი მაქვს ჩვენ მას გავანეიტრალებთ, როგორც ეს სან-სიროზე შევძელით."
|