კალიარის დამარცხებით კმაყოფილმა მასიმო მორატიმ შეაქო გუნდის კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტო'ო და შედეგიანი თამაშისთვის მას მადლობა გადაუხადა. იტალიელის თქმით, იგი არ არის წინააღმდეგი თუ "ნერიაძური" მოედანზე სწორედ აფრიკელ ფორვარდზე იქნება ორიენტირებული: "როდესაც ჩვენ იბრაჰიმოვიჩზე ვიყავით დამოკიდებულები ორი სკუდეტო მოვიგეთ, ასე რომ მე არ ვარ წინააღმდეგი, თუ ახლა ზლატანის ფუნქციას ეტო'ო შეასრულებს, რადგანაც იგი შვედზე ბევრად შედეგიანია. კალიარისთან მატჩში კამერუნელი ნამდვილი ლიდერი იყო, რაც მორიგი გატანილი გოლით დაამტკიცა. სარდინიელებმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, თუმცა მიხარია, რომ ჩვენი ფეხბურთელები არ გატყდნენ და ღირსეულად გაუმკლავდნენ მეტოქეს."-განაცხადა მორატიმ. მილანელების შემდეგი მეტოქე ტოტენჰემია. ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათი დღის ცენტრალური მატჩი ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე გაიმართება. თამაშს სლოვენიელი არბიტრი დამირ სკომინა განსჯის, ვისაც ინტერის თამაშებზე ჯერ არასდროს უმსაჯია. მაყურებელს შესაძლოა იგი რეალი-აიაქსის მატჩიდან ახსოვდეს.
|