მილანის ინტერის ფორვარდი სამუელ ეტო'ო ჩემპიონთა ლიგის ფინალში კატალონიის ბარსელონას გულშემატკივრობს. კამერუნელ შემტევს ევროთასები ნამდვილად არ აკლია, იგი ორჯერ ზედიზედ გახდა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ტრიუმფატორი. 2009 წელს ფინალში აფრიკელმა ბარსელონასთან ერთას სწორედ მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა, რის შემდეგ "ნერიაძურის" მიაშურა და უკვე იტალიურ გრანდთან ერთად გაიმეორა იგივე.
Uefa.com-თან საუბარში ეტო'ომ ვერ დამალა სიმპატიები თავისი ექს-კლუბის მიმართ: "მინდა ბარსელონამ მოიგოს და ამის იმედიც მაქვს. თუმცა ეს ხომ ფეხბურთია, აქ ყველაფერი ხდება და წინასწარ რამის თქმა რთულია. 2009 წლის მერე ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ეს ორი გუნდიც აღარ არის ის, რაც იყვნენ რომაულ ფინალში."
"ბარსელონაში ლეონელ მესის გამოვყოფ, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა, მანიუდან კი ჩიჩარიტო მესიმპატიურება, იგი ნამდვილი აღმოჩენაა."
" მსურს ვიხილო ლამაზი და სანახაობრივი ფინალი, რომელიც იქნება წლევანდელი სეზონის ნამდვილი გვირგვინი. ორივე გუნდი ღირსეულად წარმოაჩენს თავს, მე ამაში დარწმუნებული ვარ."-განაცხადა ინტერის მე-9 ნომერმა.
|