სერია ა-ს ბოლო ტურში მილანელთა კამერუნელმა თავდამსხმელმა სამუელ ეტო'ო-მ კიევოს ფეხბურთელს სესარს "ზიდანის თაური" უთავაზა. შეხვედრის არბიტრებს ეპიზოდი უყურადღებოდ დარჩათ, თუნცა ტელე-კამერებს არაფერი გაპარვიათ. სადისციპლინო კომიტეტმა ინტერის ფეხბურთელს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმის სახით 30 000 ევროს გადახდა დაავალა. სამუელს პარმასთან, ლაციოსთან და ჩეზენასთან გასამართი შეხვედრების გამოტოვება მოუწევს. ისედაც ურთულეს სიტუაციაში მყოფ მილანელებს ეტო'ო-ს საქციელმა მდგომარეობა კიდევ გაურთულა. ამჟამად ინტერის რიგებს ტრავმის გამო არაერთი ფეხბურთელი აკლია. მათ შორის არიან სამუელი და მაიკონი. ბენიტესის ბედი მილანურ კლუბში კი ბეწვზე კიდია...
magari dagvakdeba etoo maraa parma xo movtyanit exa lacios mivakolebt mere chezenastan saxshi ar unda gagvichirdesss da dalshe chveni mxecic dabrundebaaa zamtris transferebze bevrs viyidit da gundic sheva pormashi da vibrdzolebt ligisatvisac da chempionatisitvisac