სტადიო მარასიზე საკმაოდ საინტერესო მატჩს ელოდებიან.ადგილობრივ ჯენოას იტალიის ჩემპიონი მილანის ინტერი დაუპირისპირდება.ამ მატჩში ჟოზე მოურინიოს კადრების პრობლემა ექნება.La Gazzetta dello Sport იტყობინება,რომ სამუელ ეტო`ომ გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა,რადგან ტრავმა აწუხებს და შეიძლება ვერც კვირას გასამართ მატჩში მიიღოს მონაწილეობა.ტესტებმა არაფერი საშიშიაო აცნობეს გულშემატკივარს,თუმცა კამერუნელს ჯერ კიდევ აქვს ტკივილი.თუკი ეს ტრავმა მაინც სერიოზული აღმოჩნდა,პორტუგალიელი დილემის წინაშე აღმოჩნდება. ფაქტობრივად,ორი ძირითადი თავდამსხმელის გარეშე მოუწევს მოურინიოს თამაში,რაც ძალიან დიდი პრობლემა იქნება.დიეგო მილიტოსაც მძიმე ტრავმა აქვს და 1 თვე ვერ ითამაშებს.
უკანასკნელმა ცნობებით ეტო`ო 2 კვირა ვერ ითამაშებს,თუმცა ეს ჯერ ჭორის დონეზეა და ოფიციალურად არავის დაუდასტურებია
|