მილანის ინტერის ფორვარდი სამუელ ეტო'ო ჟურნალისტებს ესაუბრა. კამერუნელს ბარსელონა ძალიან ენატრება, მაგრამ მისი ამჟამინდელი გეგმები მხოლოდ ნერაძურას ემიჯნება.
შეგახსენებთ, რომ ეტო'ო ამ ზაფხულს გადმობარგდა ინტერში, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელებმა სამუ ზლატან იბრაჰიმოვიჩში გაცვალეს და პლიუს 20 მილიონი გადაიხადეს. მიმდინარე სეზონში მან 10 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ მისგან გაცილებით მეტს ელოდნენ.
ძალიან რთულია 11 წელი პრიმერა დივიზიონში ითამაშო და მოულოდნელად სერია "ა"–ში აღმოჩნდე. მილანში შესანიშნავი ატომსფეროა, მაგრამ ბარსელონა მაინც ძალიან მენატრება."–განაცხადა ეტო'ომ "World Soccer"-თან ინტერვიუში.
უამრავი სირთულის მიუხედავად, ადაპტაციის პროცესი ძალიან მალე გავიარე, მაგრამ სასურველ ფორმაში მაინც ვერ შევედი. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და ასპარეზობას ჩვეული მოტივაციით გავაგრძელებ.
ჩემი ოცნებაა, "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში კატალონიურ გრანდს დავუპირისპირდე და სწორედ ჩემი ყოფილი კლუბი დავამარცხო.
ჩვენი მთავარი მიზანი ტიტულების მოპოვებაა, იმედია წადილს ავისრულებთ და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს მოვიგებთ.
–დაასრულა კამერუნელმა.
|