აფრიკის თასზე ფარაონებმა კამერუნთა ლაშქარი დაამარცხეს.ეგვიპტემ 3-1 სძლია ეტო`ოს გუნდს და ნახევარფინალისკენ გაიკვლია გზა.არადა მატჩი კამერუნელთა უპირატესობითა და მათთივე გოლით დაიწყო.აჰმედ ჰასანმა 26-ე წუთზე ავტოგოლი მიითვალა.მიუხედავად ამისა, ეგვიპტემ შესძლო მატჩის შემობრუნება და საბოლოოდ ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა. სწორედ ავტო-გოლის გამტანმა გამოიჩინა თავი 37-ე წუთზე. ჰასანმა მოხდენილი დარტყმით გაუთანაბრა კამერუნს და ტაბლოზე 1-1 დააფიქსირა.ისიც უნდა დავძინოთ, რომ ჰასანმა ნაკრების მაისურით ჩატარებული 170-ე მატჩით აფრიკის თასის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელად წარმოაჩინა თავი. საბოლოოდ სწორედ მისი ჰეთრიკის წყალობით მოახერხა ეგვიპტემ ამ ბარიერის გადალახვა. მიუხედავად გუნდის მარცხისა, მშვენიერ ფორმაში გახლდათ სამუელ ეტო`ო,რომელმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.მასაც ჰქონდა 77-ე წუთზე გოლის გატანის შანსი,თუმცა მისი გამოყენება ვერ შეძლო.
25 იანვარი 2010 ( ეგვიპტე – კამერუნი ) გოლები: ჰასანი 37′, გედო 92′, ჰასანი 95′ – ჰასანი 26′ (ავტოგოლი)
ეგვიპტე: ელ-ჰადარი, მოავადი, გომა, ელ მოჰამედი, ფატაჰალაჰი, საიდი, ა. ფატჰი, ხოსნი (გალი 85′), ჰასანი (აბდელშაფი 118′), მ. ზიდანი (გედო 67′), მოტეაბი
კამერუნი:კამენი, ბედიმო (ბიკეი 106′), ნკულუ, შეჟდუ, ჯერემი (ალო’ო 114′), ენოჰი, ა. სონგი, ემანა (ვებო 88′), მადჟეკი, ეტო’ო, იდრისუ
გაფრთხილება: ჰოსნი 19′, გომა 39′, ალ მოჰამედი 40′, მოავედი 101′ – ჯერემი 41′,
მანდჟეკი 50′, ნკულუ 57′
გაძევება: შეჟდუ 112′
მსაჯი: ჯერომ დეიმონი
|