მილანის ინტერის ფორვარდი სამუელ ეტო'ო უკვე მომავალი სეზონისთვის ემზადება. კამერუნელი თავდამსხმელი შეპირდა გულშემატკივრებს, რომ "ნერიაძურის" მაისურით იგი კიდევ უფრო მეტ გოლს გაიტანს.
სამუელ ეტო'ო: გოლების გატანა ყოველთვის ჩემი სამუშაო იყო და მე ამას მომავალშიც გავაგრძელებ. ინტერმა სწორედ ამისთვის შემიძინა ერთი წლის წინ. ჩემი პოზიცია ფორვარდია, მიუხედავად ამისა, მე სხვა სამუშაოს კეთებაც შემიძლია მოედანზე. რაფაელ ბენიტესი მე მენდობა, ასე რომ მშვიდად ვარ."-განაცხადა კამერუნელმა Inter Channel-თან საუბარში.