ნაპოლის ახალგაზრდა ტალანტი და უდავო ლიდერი, ეზეკილ ლავესი სრულად გამოჯანმრთელდა. როგორც იტალიელი ფიზიოთერაპევტები აცხადებენ, არგენტინელი ფორვარდი ინტერის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაშიც იასპარეზებს.
ლავესი გუშინ საღამოს დაბრუნდა ბუენოს აირესიდან, სადაც ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა. როგორც მოგეხსნებათ, ეზეკილმა ტრავმა სამპდორიასთან თამაშის დროს მიიღო, ხოლო იანვრის დასაწყისში სამშობლოში გაემგზავრა და გუშინდელამდე იქ იმყოფებოდა.
როგორც Corriere Dello Sport იტყობინება, არგენტინელი ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა, ლავესი თანაგუნდელებსაც შეხვდა და მცირე დატვირთვით ივარჯიშა. ეზეკილის განცხადებით, იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ სეზონს ჩვეულ ფორმაში ჩაამთავრებს.
ყველაფერს მომავალ შეხვედრაში შევიტყობთ, რომელსაც სიცილიური კლუბი, მილანის ინტერის წინააღმდეგ გამართავს
|