დღეს თავად უესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ იგი სულ მალე თურქულ გუნდში, "გალათასარაიში" გადავა სათამაშოდ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა უკვე ჰოლანდიელი ფეხბურთელი თურქულ გუნდთან ათანხმებს კონტრაქტის პირობებს.
"ძალიან ვღელავ, ერთი სული მაქვს როდის მოვირგებ გალათასარაის ფორმას. მოხარული ვარ იმით, რომ თურქეთში ვითამაშებ, მსმენია, რომ აქ შესანიშნავი გულშემატკივრები არიან." - განაცხადა სნეიდერმა, რომელიც სავარაუდოთ პირველ მატჩს "ბეშიქთაშის" წინააღმდეგ გამართავს 27 იანვარს.
|