თურქული კლუბი ჰოლანდიელი ნახევარმცველის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული.
გუშინ, "გალათასარაიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ "ინტერის" ხელმძღვანელობასთან უესლი სნეიდერის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.
თურქული პრესა იტყობინება, რომ კლუბი მზადაა იტალიურ გრანდს 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, თავად უესლის კი წელიწადში ხელფასის სახით 6 მილიონი ევრო.
ასევე იტყობინებიან, რომ სნეიდერს თურქეთში წასვლა არ სურს. იგი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ პრემიერ ლიგაში ითამაშებს, სადაც მისი გუნდში ხილვა არცერთ მაღალი დონის კლუბს არ სურს, მის მიმართ ინტერესს მხოლოდ "ქუინზ პარკ რეინჯერსი" იჩენს.
სწორედ ასეთი სიტუაციის გამო შესაძლოა დათანხმდეს სნეიდერი "გალათასარაიში" გადასვლას, რადგან "ნერაძურიში" მას კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო საერთოდ არ ათამაშებენ.

წყარო: Milliyet