თურქული "გალათასარაის” პრეზიდენტი უნალ აისალი აცხადებს, რომ უესლი სნეიდერის ტრანსფერთან დაკავშირებით, მის გუნდსა და "ინტერს” შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.
"ინტერის” პრეზიდენტთან, მასიმო მორატისთან ორშაბათს ვისაუბრე. ჩვენი საუბრის თემა კლუბების აკადემიების თანამშრომლობა იყო, მაგრამ ასევე განვიხილეთ სნეიდერის საკითხიც. შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. ვფიქრობ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა და "ინტერი” სატრანსფერო ფასის შემცირებას დასთანხმდება.” – ციტირებს აისალის სიტყვებს GSTV.
|