სტამბოლის "გალათასარაის" გაუჭინაურდა მოლაპარაკების პროცესი მილანის "ინტერის" ჰოლანდიელ ნახევარმცველ ვესლი სნეიდერთან.
შეგახსენებთ, რომ თურქული და იტალიური კლუბები უკვე შეთანხმდნენ 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე - "გალა" "ინტერს" 10 მილიონ ევროს გადაუხდის ჰოლანდიელი პლეიმეიქერის სანაცვლოდ, მაგრამ შესათანხმებელი იყო პირადი კონტრაქტი თავად ვესლისთან. ჰოლანდიელთან იმდენი პრობლემა არ წარმოიშვა, რამდენიც თავად იტალიურ გრანდსა და სნეიდერს შორის, რამდენიმე ფინანსური საკითხი მოსალაპარაკებელია.
"გალათასარაის" კონსულტანტი ბიულენთ თულუნი ამბობს, რომ სნეიდერს 5 თებერვლამდე მისცეს ვადა, რათა მან "ინტერთან" ფინანსური პრობლემები მოაგვაროს.
"ჩვენ არ გვაქვს რაიმე სახის პრობლემა "ინტერთან" ან სნეიდერთან. უბრალოდ, ველით, როგორ მოაგვარებენ პრობლემებს ისინი ერთმანეთში. ჩემი ინფორმაციით, სნეიდერი და "ინტერი" დაახლოებით 2 მილიონ ევროზე დავობენ, რაც ტრანსფერის განხორციელებას აფერხებს. "გალათასარაი" სნეიდერის პასუხს 5 თებერვლამდე დაელოდება".