მიუხედავად ორი მილანური კლუბის დაპირისპირებისა იტალიის ჩემპიონატში, ადრიანო გალიანი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ინტერს გულშემატკივრობს !!!
Forza Inter -აცხადებს ღიმილით ადრიანო გალიანი – დიახ ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები ვართ სერია ა–ში, მაგრამ როცა საქმე საერთაშორისო ასპარეზს ეხება, მე სხვა დამოკიდებულება მაქვს "ნერაძურისადმი" . როდესაც 2007 წელს ჩვენ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოვიგეთ,დავრწმუნდი რომ ეს არ არის იგივე განცდა, რაც მაგალითად იტალიის ჩემპიონატის ან თასის მოგებაა. მინდა ხაზი გავუსვა იტალიური გუნდების პრობლემებს ევროპულ არენაზე.სამწუხაროდ იტალიამ ფიასკო განიცადა და დაკარგა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება,რაც დიდ ზიანს აყენებს ჩვენ ფეხბურთს. მადლობა მინდა გადავუხადო იმ გუნდებს,რომლებიც ასპარეზობენ ჩემპიონთა ლიგაზე და წარმოადგენენ ჩვენ ქვეყანას.
|