სერია ა–ს ნერაძურა ლიდერობს და ესეიგი ფავორიტები ისინი არიან
განაცხადა გალიანიმ Corriere Dello Sport-თან ინტერვიუში
როგორც მოგეხსენებათ, სკუდეტოსათვის გამორჩეულად ორი გუნდი იბრძვის, როსონერი და ინტერი. მაურინიოს შეგირდები 6 ქულიანი ჰანდიკაპით პირველ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო მეორე პოზიცია თანაქალაქელ მილანს უჭირავს. კვირას სწორედ ამ ორ გუნდს შორის გაიმართება, რიგით მეორე სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა პირველობისთვის.
გალიანი ხშირად ხუმრობს, რომ მოუთმენლად ელოდება დერბის დაწყებას.–"დიდებული მატჩი გველოდება, მეტი ლოდინი აღარ შემიძლია, ალბათ გავაგზავნი მოთხოვნას, რომ ცოტა მალე დაიწყოს 2010 წლის "Della Madonina".
ჩემი ფეხბურთელები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები და იმედია სასურველ თამაშსაც აჩვენებენ ტელემაყურებელს. ამ შეხვედრის ბედი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი ალბათობაა, რომ სწორედ ამ დაპირისპირებაში გაირკვეს სკუდეტოს დაუფლების ერთი უპირობო კანდიდატი.
მილანის ვიცე–პრეზიდენტმა ლეონარდოსა და რონალდინიოს მუშაობა შეაქო. მისი აზრით, სწორედ ამ ორი ადამიანის დამსახურებაა როსონერის ასეთი კარგი თამაში.
დიდ მადლობას ვუხდი ლეონარდოს, რადგან მან გუნდი კიდევ ერთხელ შეკრა და სათამაშოდ მომართა. მის ხელში "მილანი" ძალიან ლამაზ და გამართულ ფეხბურთს თამაშობს, სილამაზის და სიახლის შეტანა მოედანზე რონალდინიოს დამსახურებაა, ეს ორი ბრაზილიელი საკუთარ მოვალეობას პატიოსნად და პირნათლად ასრულებს
|