თავისი 50 წლის იუბილემდე რამოდენიმე ხნით ადრე , ”სამეფო გუნდის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელიც დუმილს 2013 წლის დასაწყისიდან მოყოლებული ინარჩუნებდა, ფრანგულ რადიომაუწყებელ RMC-ს ეთერში გამავალი ყოფილი საფეხბურთო მწვრთნელის ლუის ფერნანდესის გადაცემა Luis Attaque-ს სტუმრობდა. ”მადრიდის რეალის” მწვრთნელმა ისაუბრა სხვადასხვა თემაზე, განსაკუთრებულმა "ინტერიც" დიდი სიყვარულით გაიხსენა.
ოთხი ქვეყანა - ერთი ოჯახი
”ოთხივე ქვეყანაში, რომელშიც მე მუშაობამ მომიწია, ყველაფერი განსხვავებული იყო. განსხვავდება, როგორც გულშემატკივრები, ასევე პრესა, ფეხბურთში პროფესიონალიზმის გაგება. სხვადასხვანაირად ყალიბდება ურთიერთობა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის. მწვრთნელისადმი დამოკიდებულებაც განსხვავებულია. ქვეყნიდან ქვეყნამდე განსხვავდებოდა ფეხბურთელების დამოკიდებულება პრესასთან. ყველაფერი სხვანაირია.”
”ვაღმერთებ ფეხბურთ, მაგრამ ჩემი ოჯახი ძალიან მიყვარს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ფანტასტიკური გამოცდილებაა ოჯახის მხრივ. ოჯახის შექმნა გეხმარება და ხელს გიწყობს ისიამოვნო სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებით , სხვადასხვა კულტურით - ეს ყველაფერი განუმეორებელია. ყოველდღე მე მადლობას ვეუბნები ჩემს ოჯახს, ვინაიდან ჩემი უცხოური გამოცდილება, სწროედ მათი დამსახურებაა. ისინი მზად არიან ცვლილებებისთვის, მაგრამ ამავდროულად ოჯახი ვალდებულია მზად იყოს ასეთი ტიპის ცვლილებებისთვის, რაც ძალზედ ძნელია. მე ჩემ თავს ძალიან, უბრალოდ ყველაზე ყველაზე მდიდარ ადამიანად ვთვლი, პროფესიონალური გამოცდილებიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მომიწია მუშაობამ.”
კარიერა
”ჩემი სახლი-პორტუგალიაა. ”პორტუში” მუშაობის შემდეგ მოვინდომე, რომ სხვაგან მეცადა თავი. 2004 წელს დადგა წასვლის მომენტი, მაგრამ მე აუცილებლად დავბრუნდები სახლში. არ ვიცი, ეს კლუბი იქნება, თუ ეროვნული ნაკჯრები, ან უბრალოდ ჩემი სახლი, სადაც ვიცხოვრებ პენსიაზე გასვლის დრო, მაგრამ მე აუცილებლად დავბრუნდები. ოდესმე სიამოვნებით გავწვრთნი ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს. ვფიქრობ, პორტუგალიელები ისურვებდნენ ჩემს ნახვას ამ როლში. მეც სიამოვნებით გამოვცდიდი საკუთარ თავს ეროვნულ ნაკრებში, ვუხელმღვანელებდი მათ მსოფლიოს ჩემპიონატსა თუ ევროპის პირველობაზე. 2007 წელს ან 2008 წელს მე შემეძლო ინგლისის ეროვნული ნაკრების გაწვრთნა, მაგრამ ჩემი ქვეყანა პორტუგალიაა. არ ვიტყვი, რომ არასდროს არ გავწვრთნი სხვა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, მაგრამ ჩემი მშობლიური მხოლოდ და მხოლოდ პორტუგალია იქნება. ინგლისის ხომ ჩემი პირველი სიყვარულია, ის მუდამ იქნება ჩემთან. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ჩემი პირველი სიყვარული ჩემი მეუღლე იყო, არის და იქნება, მაგრამ ფეხბურთში ეს ინგლისია.”
იტალია... "ინტერი" ჩემი სახლია!!! ”იტალია ტაქტიკის ქვეყანაა, მე მსურს ჩემი თავი ამ პირობებში გამოვცადო. მე ”ინტერში” მოვედი, რომელიც არამხოლოდ კლუბი, არამედ დიდი ოჯახი იყო. ასეთი კი მე ფეხბურთში არასდროს არ მინახია. ეს მორატების ოჯახის კლუბია. მე შეუდარებელი კოლექტივი მყავდა, პროფესიონალურ და პირად დონეზე ეს წარმოუდგენელი გამოცდილება იყო. ჩვენ შევძელით ოქროს ტრიპლეტის შესრულება და მე ვიგრძენი, რომ შევასრულე მორატის დიდი ხნის ოცნება. იყო იმ კოლექტივის ლიდერი, რომელმაც ასეთი საჩუქარი გაუკეთა ”ინტერის” გულშემატკივრებს ბრწყინვალე იყო, ”ინტერი” ჩემი სახლია.”
|