ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა კაკას მილანის ინტერში შესაძლო გადაბარგებაა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ვერა და ვერ მოიკიდა ფეხი ესპანურ კლუბში. ამჟამად რიკარდო რეაბილიტაციის კურსს გადის გადატანილი ოპერაციის შემდგომ. Il Corriere dello Sport-ი იწერება, რომ მასიმო მორატი კაკას სანაცვლოდ მადრიდელებს შესთავაზებს მაიკონს, რომლის გადაბირებასაც მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდნენ ესპანელები. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ რეალმა შესაძლოა ტრანსფერში სამუელ ეტო'ო-ს ჩართვა მოითხოვოს, რამდენადაც ცნობილია, რომ მოურინიო მესამე თავდამსხმელის ძიებაშია. მოლაპარაკება მხარეებს შორის სავარაუდოდ 3 ნოემბერს გაიმართება, როდესაც მადრიდელები მილანს ესტუმრებიან ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი შეხვედრისათვის.
|