შაბათი, 04.05.2024, 04:08
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » იანვარი » 2 » გილოცავთ ბედობას !!!
17:13
გილოცავთ ბედობას !!!
გილოცავთ ბედობას !!!
ბედობის ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის. ის ძალიან მნიშვნელოვან დღედ ითვლებოდა თითოეული ქართველისთვის, რადგან მიაჩნდათ, რომ როგორც ბედობის დღეს შეხვდებოდნენ და გაატარებდნენ, მთელი წელი იმისდა მიხედვით ჩაივლიდა. ახალი წლის მეორე დღე ბედობად ითვლებოდა და დღესაც ასე თვლიან. ძველ დროში იგი მომავალი განწყობისა და ბედნიერების დაბედების დღედ ითვლებოდა. ბედობას, ძველი ტრადიიციის თანახმად, ხალისიანი განწყობით, ლაღად და უდარდელად ხვდებოდნენ.

დიდ უბედურებად ითვლებოდა, თუ ამ დღეს იჩხუბებდით, რადგან მიაჩნდათ, რომ მთელი წლის მანძილძე ჩხუბი და უბედურება დაებედებოდათ. ბედობის დღესასწაულს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ამ დღესთან დაკავშირებით ოჯახის უფროსი ირჩევდა მეკვლეს, ანუ როგორც მაშინ იტყოდნენ, "კაიფეხის" ადამიანს. ცდილობდნენ, ოჯახიდან არ გასულიყვნენ და თუ ვინმე მეზობელი ან ნათესავი ისურვებდა "კაიფეხის" პატრონის სტუმრობას, ასეთ შემთხვევაში, შეეძლოთ სახლიდან გასვლა და მასთან სტუმრობა. სტუმრად წასული "მფერხავი" მასპინძელს უნდა სწვეოდა კოხტად და სუფთად გამოწყობილი, თან ტკბილეული უნდა მიერთმია ოჯახისთვის, ასევე მხიარულ განწყობაზე უნდა ყოფილიყო, ღვინო და სხვა სასმელი ზომიერად უნდა დაელია და უკან დაუგვიანებლად გამობრუნებულიყო. ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც რაიმეს გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება და სხვა, დაკავშირებული იყო გაწბილებასთან და მოტყუებასთან. ოჯახში თუ ვინმე ავადმყოფოდა, ცდილობდა ლოგინიდან წამომდგარიყო და ფეხზე მყოფს გაეტარებინა მთელი დღე, რადგან მიაჩნდათ, რომ თუ ბედობას ფეხზე დამდგარი და მედგრად შეხვდებოდნენ, სნეულება და ავადმყოფობა მომავალ წელს აღარ შეაწუხებდათ.

მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი ბედობის დღე იდეალურად უნდა გაეტარებინათ. ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩენილია საქართველოში, მაგრამ ისე მძაფრად აღარ აღიქვამენ მას, როგორც საუკუნეების წინ. ამ დღესასწაულს აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს, თუმცა ოდნავ განსხვავებული ფორმებით აღნიშნავენ.

რადგან საქართველოში ახალი წელი ორჯერ აღინიშნება - ახალი და ძველი სტილით, ასევე ბედობაც ორჯერ - 2 იანვარსა და 15 იანვარს აღინიშნება.
ნანახია: 769 | დაამატა: guarinidzveli | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 inter  
0

2 interelia  
0
yvelaferi kargi dagvebedos jigrebo

3 wesleysneijder  
0
imedia inters roki a daebedeba dges mibrdzanda ukvee:::::::::(

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter