სამშაბათი, 07.05.2024, 17:52
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » იანვარი » 14 » გილოცავთ ძველით ახალ წელს !!!
13:53
გილოცავთ ძველით ახალ წელს !!!
გილოცავთ ძველით ახალ წელს !!!
საქართველოში, ისევე როგორც ზოგიერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ახალ წელიწადს ორჯერ – 1 და 14 იანვარს ზეიმობენ. ცოტა უჩვეულოა, მაგრამ წლის ყველაზე მხიარული დღესასწაული ორი კვირის შემდეგ ისევ დგება, ბავშვებიც თოვლის ბაბუას წლიწადში ერთხელ კი არა, ორჯერ ელოდებიან. "მეორე ახალ წელს” თავისებური სახელწოდებაც გამოარჩევს - ძველით ახალი წელი.

ორჯერ ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია ორი კალენდარული სისტემის არსებობამ გამოიწვია.

დღეისათვის, მთელი მსოფლიო ოფიციალურად გრიგოლიანურ კალენდარს ეყრდნობა, რომელიც 1582 წელს პაპ გრიგოლ მეორის მიერ გატარებული კალენდარული რეფორმის შემდეგ დამკვიდრდა.

საქართველოში გრიგოლიანური კალენდარი გასაბჭოების შემდეგ შემოიღეს. ამის პარალელურად კი, მართლმადიდებლური ეკლესია IV საუკუნეში დამკვიდრებულ იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავს შობა–ახალ წელს.

გრიგორიანულ და იულიუსის კალენდარს შორის 13 დღიანი სხვაობაა და სწორედ ამიტომ, მაშინ როდესაც, მთელ მსოფლიოში ახალი წელი ჩავლილია, საქართველო მეორე ახალ წელს 13 იანვრის ღამეს აღნიშნავს, თუმცა ძველით ახალი წელი უფრო საოჯახო, ინტიმური დღესასწაულია და ნაკლები პომპეზურობით აღინიშნება.
 
ნანახია: 828 | დაამატა: guarinidzveli | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 interista5099  
1
gaixareee mec gilocavt interistebo es weli chveni gundis warmatebisa yofiliyos

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter