შვედი ფეხბურთელი როგორც ჩანს, სამუშაო ადგილს ზამთარში მაინც შეიცვლის.
მოგეხსენებათ, "ჯენოას" ცენტრალური მცველის 27-წლის ანდრეას გრანკვისტის ტრანსფერი კიევის "დინამოში" ჩაიშალა. შვედური პრესაც ადასტურებს ამას, თუმცა მომხდარი ფაქტი იმას არ ნიშნავს, რომ შვედი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს არ შეიცვლის.
როგორც Sportbladet იტყობინება, გრანკვისტის აგენტი მარტინ დელინი მილანის "ინტერის" სპორტულ დირექტორს მარკო ბრანკას შეხვდა და მისი კლიენტის მილანურ გრანდში შესაძლო ტრანსფერზე ესაუბრა. ჯერჯერობით დელინს ამ საუბრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა გამორიცხული მაინც არაა, რომ ანდრეასმა იანვრის ბოლოს გენუელების შემადგენლობა დატოვოს.