სამირ ჰანდანოვიცმა გააკეთა კომენტარი ხვალინდელ მატჩთან ”უდინიზესთან” დაკავშირებით რომელიც თბილისის დროით 15: 30 წუთზე დაიწყება.
შეგახსენებთ რომ სამირი ზაფხულის სატრანსფეროზე ”ინტერმა” ”უდინიზედან” გადმოიყვანა.
შესვენების დროს ჩვენ კარგად მოვემზადეთ მომავალი მატჩისთვის ეს დრო საკმარისი იყო დასვენებისთვის და ძალების აღდგენისთვის რადგან, ახლა სეზონის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.
რას ვიტყვი ჩემს ყოფილ კლუბთან შეხვედრაზე?
ხვალინდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის,რადგან ხვალ ჩემს მეგობრებს ვნახავ.
იმედი მაქვს ”უდინიზეს” დავამარცხებთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალი წლის დასაწყებად. ჩემი სურვილი ახალ წელს? მინდა რომ ჩემს გუნდს კიდევ უფრო დავეხმარო და ”ინტერთან” ერთად ბევრი ტიტული მოვიგო.