სერია ა–ს სამი გრანდი:მილანი, იუვენტუსი და ინტერი ჰასან იებდას შესაძენად იბრძვიან. სამივე გუნდს ნახევარდაცვის პრობლემები აქვს, ალბათ სწორედ ამითაა განპირობებული მათი დაინტერესება ალგერიელი ახალგაზრდის მიმართ.–აცხადებს Tuttojuve.com.
ფეხბურთელი, რომელიც ინგლისურ პორტსმუტში გამოდის, დიდ პროგრესს განიცდის. ამ ფეხბურთელის შეძენას პორტუგალირი ბენფიკაც ეცდება. იებდა 2009|10 წლების სეზონს დიდებულად ატარებს. ის ჯერ–ჯერობით აფრიკის თასზე გამოდის, იგი ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრია. ჰასანი ალგერიის ნაკრების ერთ–ერთი წამყვანი მოთამაშე და აფრიკის გამორჩეული ფეხბურთელია.
იებდამ კარიერა საფრანგეთში დაიწყო, მისი პირველი კლუბი ოსერი გახლდათ, შემდეგ ლე მანსში გადავიდა, მაგრამ ამ კლუბს კარგად ვერ მოერგო და ამტომაც ბენფიკაში აღმოჩნდა. პირველივე სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა პორტუგალიაში, მაგრამ მაშინ ძალიან ახალგაზრდა გახლდათ და არენდით პორტსმუტში განათხოვრდა. მას პრემიერ ლიგა ძალიან მოეწონა და იქ დარჩენაც გადაწყვიტა, რამდენიმე თვის წინ, "პორტსმუტის" ხელმძღვანელობამ იებდა გამოისყიდა, ალგერიელი ახლა უკვე ამ გუნდის სრულფასოვან წევრად ითვლება.
ჰასანი მხოლოდ 25 წლისაა, მას მთელი კარიერა წინა აქვს. როგორც თვითონ ფეხბურთელმა განაცხადა, მას გადაწყევეტილი ჰქონდა სენტ–ეტიენში გადასვლა, მაგრამ სერია ა–ს გრანდების ინტერესმა მის მიმართ, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სრულიად შესაძლებელია, რომ იებდა ომელიმე ევროპულ გიგანტში აღმოჩნდეს.
|