ლილის ლიდერმა ედენ ჰაზარდმა უკვე თავად გამოთქვა დიდ კლუბში თამაშის სურვილი. როგორც ვიცით, ნიჭიერი ბელგიელით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, მათ შორის ყველაზე მეტად მილანის ინტერი აქტიურობს, რომელსაც შემადგენლობის სერიოზული გადახალისება აქვს მიზნად.
"ნერიაძურის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმაც არ დამალა ჰაზარდისადმი სიმპატიები და ღიად განაცხადა, რომ მისი კლუბი იბრძოლებს ბელგიელის ხელში ჩასაგდებად. ამის გამგონე 20-წლის ფეხბურთელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მსურს წამყვან ევროპულ ლიგასა და დიდ გუნდში თამაში. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მივიღებ, თუმცა ვთვლი, რომ ინტერი კარგი ვარიანტი უნდა იყოს."-განაცხადა ბელგიელმა Telefoot-თან საუბარში.
ჰაზარდის მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია კი თავის შეგირდს მოთმინებისკენ მოუწოდებს, მისი თქმით ფეხბურთელმა არ უნდა მიიღოს ნაჩქარები გადაწყვეტილება: "ვთვლი, რომ ედენი ამ ეტაპზე ლილში უნდა დარჩეს. მას გამოცდილება აკლია და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა შესანიშნავი ვარიანტია ამის გამოსასწორებლად.
|