ხავიერ ძანეტის კიდევ ერთი რეკორდი: 2012-13 სეზონის იტალიის "სერია ა”-ს 32-ე ტურის მატჩი პარმას წინააღმდეგ, ინტერის ლეგენდარული კაპიტნისთვის საიუბილეო, კარიერაში 1100-ე გამოდგა. ეს ფეხბურთის ისტორიის მანძილზე მეოთხე შედეგია, აქამდე 1100-ზე მეტი მატჩი პროფესიულ დონეზე მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს გამართული. ესენი არიან: ლეგენდარული ინგლისელი გოლკიპერი პეტერ შილტონი (1390 მატჩი), ასევე ლეგნდარული ბრაზილიელი რობერტო კარლოსი (1127 მატჩი) და ინგლისის ნაკრებისა და ლივერპულის მეკარე – რეი კლემენსი (1118 მატჩი). 39 წლის ხავიერ ძანეტი ინტერის მაისურით 1995 წლიდან გამოდის და 844 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი. მანამდე თამაშობდა "ბანფილდში” (66 მატჩი და 4 გოლი,) და "ტელერესში” (33 მატჩი და 1 გოლი). არგენტინის ოლიმპიურ ნაკრებში გამართა 12 მატჩი, ხოლო არგენტინის პირველ ნაკრებში ითამაშა სარეკორდო 145 მატჩი და გაიტანა 5 გოლი.