მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ "ინტერის" ფეხბურთელებმა ასეთი კომენტარები გააკეთეს:
გორან პანდევი:
"ყველაზე მთავარია ის, რომ დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მოედანზე იყო ნამდვილი გუნდი. არასდროს ამდენი საგოლე მომენტი არ შეგვიქმნია.მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც დამეხმარა რთულ მომენტებში. ეტოო დამეხმარა გოლის გატანაში და დღევანდელი საღამო მთელი გუნდს ეკუთვნის და მოდით გავიხაროთ რიგით მეხუთე ჯილდოთი."
ხავიერ ძანეტი :სამუელ ეს შენთვის
"ეს ჩემ კარიერაში მეთხუტმეტე თასია და წლევანდელი შესანიშნავი წელიწადის ფანტასტიური დაგვირგვინება. არცერთ იტალიურ გუნდს არ გაუკეთებია ის, რაც "ინტერმა" 2010 წელს შეძლო. ჩვენს ყველა გულშემატკივარს შეუძლია ამით იამაყოს. ეს გზა 6 წლის წინ იტალიის თასის მოგებით დაიწყო რობერტო მანჩინისთან ერთად. ჩვენ გვაკლდა სამუელი და ეს გამარჯვება მას ეძღვნება."
რაფაელ ბენიტესი:
"ჩვენ გავაკეთეთ ის რაც უნდა გაგვეკეთებინა. არანაირ შიშს არ განვიცდიდით. მატჩის წინ ბევრი ვისაუბრეთ და საბოლოოდ მივიღეთ ის რაც დავგეგმეთ: ბურთის კონტროლი და იმის გამო რომ ყველა ბოლომდე ჯერ არ არის მზად მკაცრი კონტრშეტევები განვახორციელეთ. ამ საღამოს არ იყო ადვილი რომელიმე ფეხბურთელზე არჩევანის გაკეთება.
მინდა ეს გამარჯვება მივუძღვნა ჩემს ოჯახს,გულშემატკივრებს და ყველას ვისაც ჩვენი სჯეროდა. ჩვენ გავიმარჯვეთ და "ლივერპულის" გულშემატკივრებიც "ინტერს' უჭერდნენ მხარს."
ბიაბიანი:
"მინდა ეს გამარჯვება ჩემს ოჯახს, შეყვარებულს და ყველა იმ ადამიანს მივუძღვნა ვინც მხარს გვიჭერდა,ეს ყველაფერი ძალიან ლამაზია, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, ასეთ მნიშვნელოვან მატჩში გოლის გატანაზე ვერც კი ვიოცნებებდი.ეს ყველაფერი დაუჯერებელია."
|