ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლი „ინტერი" „ატალანტას" საკუთარ კედლებში დამარცხებას უნდა ახერხებდეს, მითუმეტეს, როდესაც შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე, სტრამაჩონის გუნდს ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა. დიეგო მილიტოსა და როდრიგო პალასიოს ტრავმების გამო, ანდრეა სტრამაჩონის ძირთად შემადგენლობაში ტომაზო როკის დაყენება მოუხდა, რაც ამ ფეხბურთელის მილანურ კარიერაში პირველად მოხდა. 35 წლის შემტევმა იმედები გაამართლა - „ინტერმა" ტაიმი მისი სადებიუტო გოლით მოიგო. 43-ე წუთზე, მასპინძლებმა კუთხური მოაწოდეს, ხოლო ახლო ძელთან მყოფმა როკიმ ბურთი კარში ერთი შეხებით გადაგზავნა.
56-ე წუთზე, ლივაიას ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, ბონავენტურამ ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ 5 წუთში, „ინტერი" წინ უკვე 2 ბურთით იყო გაჭრილი. ბერგამოელთა კარში ორივე გოლი რიკი ალვარესმა გაიტანა. 24 წლის არგენტინელმა ჯერ მეტოქის შეცდომით ისარგებლა, შემდეგ კი, გოლი ინდივიდუალური ოსტატობით გაიტანა. ამის შემდეგ, ჯერი მე-2 არგენტინელზე მიდგა, რომელმაც „ინტერს" 3-ჯერ გაუტანა. საუბარი, რა თქმა უნდა, „ატალანტას" ლიდერზე, ხერმან დენისზე გვაქვს. ბერგამოელთა კაპიტანმა ჯერ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან, შემდეგ საჯარიმოს წინა ხაზიდან, ხოლო ბოლოს დაახლოებით 7 მეტრიდან დარტყმით გაიტანა.
უტა worldsport.ge ს ნუ ენდობი თორემ იქ იმასაც დაწერენ ინტერი თამაშებს ყიდულობს და ისე იმარჯვებსო და შენც დაიჯერებ მერე... ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლიო ხო? :D
თამაშის დაწყებამდე რამოდენიმე სათით ადრე გარდაიცვალა ატალანტას პრეზიდენტი და მგონი ის კაცი ამ მსაჯს დედას უტყნავდა და პატივი სცა ამ მოგებით... ისე სკელოტოს წუხანდელი საქციელი გამიკვირდა, თავის ყოფილ გუნდს რომ დაერია... ალბატ არ ქონდა კარგი ატნაშენია გუნდში თუ რა ჯანდაბა იყო?!
ხო უეჭველი არ ქონდა კარგად საქმე მანდ და იმიტომ იყო ასე გამწარებული რომ იყო თორე პირიქით ახალ გადასულმა ფეხბურთელმა ეს არ უნდა იკადროს, მაგრამ შიგნიტ რა ხდება რომ არ ვიცი?!
ragac utxra im wampalma mekarem toree skeeloto ar gavs im fexburtels romelic chxubis tavia da umizezod yofil tanagundels waechxubeba ravici me mgonia rom mekare iyo damnashave
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]