სებასტიან იუნგი "ნერაძურის" სკაუტების ინტერესების სფეროში მოექცა.
ფრანკფურტის "აინტრახტის" 22-წლის ნიჭიერი მარჯვენა მცველი უკვე დიდი ხანია, რაც მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესების სფეროშია მოქცეული, თუმცა, როგორც იტალიური პრესა იტყობინება, ახალგაზრდა ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა ასევე სურს მილანის "ინტერს".
მიმდინარე შეთანხმების თანახმად იუნგს "აინტრახტთან" კონტრაქტი 2014-წლის ზაფხულამდე აკავშირებს და სავსებით შესაძლებელია, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ იგი სულ რაღაც 3,5 მილიონ ევროდ გაიყიდოს. ეს თანხა, რა თქმა უნდა, "ნერაძურის" აკმაყოფილებს და მზადაა მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეს.
მიმდინარე სეზონში იუნგმა გერმანიის ჩემპიონატში 19 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 13 მატჩი, მოედანზე მთლიანი 90 წუთი გაატარა და 1 გოლის გაიტანაც მოახერხა.