Corriere dello Sport–ის ცნობით, მილანის "ინტერი" "ლივერპულის" ინგლისელი მცველით, გლენ ჯონსონითა და "ტოტენჰემის" უკანახაზელით, გარეთ ბეილით დაინტერესდა. იგივე წყარო ამტკიცებს, რომ "ნერაძურის" ბრაზილიელი მცველის, მაიკონის ესპანეთში, კერძოდ კი მადრიდის "რეალში" 35 მლნ ევროს საფასურად გადაბარგება უკვე გადაწყვეტილი ამბავია და მორატიც, მისი შემცვლელის ასე გამალებით ძებნას ამიტომ შეუდგა.
ექსპერტების ვარაუდით, უფრო რეალური გლენ ჯონსონის "ინტერში" გადაბარგებაა, რადგან გუნდიდან რაფაელ ბენიტესის წასვლის შემდეგ მას "ლივერპულში" დარჩენა აღარ სურს. რაც შეეხება ბეილს, პირველ რიგში ის საკმაოდ ძვირი, დაახლოებით 20 მლნ ევრო ღირს, თანაც "მამლები" მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლას გეგმავენ, უელსელი მცველი კი ამ გეგმების ერთ–ერთ საკვანძო ფიგურად მოიაზრება.
|