ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მილანურმა "ინტერმა” დიეგო მილიტოს დუბლის წყალობით მიუნხენის "ბაიერნი” დაამარცხა და 45 წლიანი შესვენების შემდეგ კვლავ აღმართა ჩემპიონთა თასი! გამართლდა ჟოზე მაურინიოს ნათქვამი, რომელმსაც წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ვერ ახერხებს ასეთი მატჩების მსვლელობისას სათადარიგო სკამზე მშვიდად ჯდომას და მოედანზე მყოფ ფეხბურთელებზე არანაკლებად იღლება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი შეხვედრის პირდაპირი მონაწილე გახლდათ. და ისიც, რომ უკანასკნელი წლების ტრადიცია დაირღვა და თასი არა "ბარსელონამ” ანაც რომელიმე ინგლისურმა გრანდმა აწია, არამედ "ნერიაძურიმ” მოიპოვა. შესანიშნავ მდგომარეობაში შეხვდა "სანტიაგო ბერნაბეუ” შეხვედრას, რომელშიც მადრიდის "რეალის” ორი ყოფილი ფეხბურთელი მონაწილეობდა, საუბარია არიენ რობენზე და ვესლი სნეიდერზე. ჰოლანდიელები თავიანთი კლუბების ლიდერნი გახლდნენ და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ "სამეფო გუნდიდან” მათი გაშვების წინ "რეალის” ხელმძღვანელები კარგად უნდა დაფიქრებულიყვნენ. ლუი ვან გაალმა თითქმის იმავე შემადგენლობით ათამაშა გუნდი, რომლითაც "ლიონი” დაამარცხეს. ეს მეტწილად ფრენკ რიბერის არყოფნამ განაპირობა, შეგახსენებთ ამ უკანასკნელმა შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ხოლო მისი ადგილი მარცხენა ფლანგზე ჰამიტ ალტინტოპმა დაიკავა. რაც შეეხება "ინტერის” ტაქტიკას, მაურინიომ გარკვეული გადაადგილებები მოახდინა, პირველ რიგში აღსანიშნავია ასევე დისკვალიფიცირებული ტიაგო მოტას შემცვლელად მოედნის ცენტრში მოთამაშე "ნერიაძურის” კაპიტანი, რომელმაც მე-700 მატჩი ჩაამატარა მილანური კლუბის მაისურით. ძანეტის ადგილი მარცხენა ფლანგზე კი კრისტიან კივუმ დაიკავა. პირველი წუთებიდანვე ნათელი შეიქმნა, რომ ლუი ვან გაალს თამაში არიენ რობენზე ჰქონდა აწყობილი. საწყის წუთებში უპირატესობა მილანელებმა მოიპოვეს, მაგრამ პირველი მომენტი "ბაიერნს” შეექმნა, როდესაც მარცხენა ფლანგზე რობენის კარგი თამაშის შემდეგ ბურთი ოლიჩს მიყვიდა, მაგრამ ხორვატიელმა ცუდად დაარტყა. ორჯერ სახიფათოდ დაარტყა ჯარიმა სნეიდერმა, რომელმაც შორი მანძილიდან სცადა გერმანელტა კარის აღება, მაგრამ ბუტმა ორივეჯერ შეუცდომლად ითამაშა. 35-ე წუთზე კი არგენტინელმა დიეგო მილიტომ ანგარიშის გახსნა მოახერხა. ჟულიო სეზარის შორეულ დარტყმაზე ყველას სწორედ არგენტინელმა ფორვარდმა დაასწრო, ბურთი თავით სნეიდერს გადააწოდა, ჰოლანდიელმა კი ბურთი ისევ მილიტოს დაუბრუნა, რომელიც მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და კარგი დარტყმით ანგარიშიც გახსნა. პირველი ნახევრის მიწურულს სნეიდერს შეეძლო მეორეს გატანა, მაგრამ მას მიზანმა უმყტუნა. პირველი ნახევარში მეტი საინტერესო აღარაფერი მომხდარა. მეორე ნახევრის პირველივე შეხვედრაში "ბაიერნმა” სახიფათო მომენტი შექმნა, შეიძლება ითქვას ამ მატჩში საუკეთესო შანსი გოლის გატანისა მიულერს ჰქონდა, რომელმაც ჟულიო სეზარს ვერ აჯობა. საპასუხო იერიშში კი დილიტომ უპასა მარცხენა ფლანგიდან გორან პანდევს, რომლის დარტყმულიც ლამაზ ნახტობში ბუტმა კუთხურზე მოიგერია. გერმანელთა საუკეთესო ფეხბურთელი არიენ რობენი ყველანაირად ცდილობა "ინტერის” კარის დალაშქვრას, მაგრამ საწადელს მან ვერ მიაღწია. 65-ე წუთზე რობენი მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიჭრა, მაგრამ მისი ჩინებული დარტყმული ჟულიო სეზარმა მოიგერია. მატჩის 70-ე წუთზე კი მილიტომ დუბლი გაიფორმა. მან მარცხენა ფლანგზე დემიკელისი მოატყუა და ბუტთან კვლავ ერთი-ერთზე დარჩენილს თავის გამოჩენა არ გასჭირვებია. მისი გოლის შემდეგ კი ფაქტიურად გაირკვა ლიგის 2009/10 წლების სეზონის გამარჯვებულის ვინაობა. დარჩენილ წუთებში ვან გაალმა რამოდენიმე ცვლილება განახორციელა, მაგრამ ჟოზე მაურინიოს შეგირდების წინააღმდეგ მან და "ბაიერნმა” ვერაფერი გააწყო და ღირსეულად დამარცხდნენ. 45 წლიანი შესვენების შემდეგ "ინტერმა” კვლავ აღმართა ჩემპიონთა თასი, ნერიაძურიმ კლუბის ისტორიაში მე-3 მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი. ჟოზე მაურინიო კი იმ მწვრთნელებს შეუერთდა, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის მოგება ორჯერ ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოახერხეს, ასეთნი კი მხოლოდ ორინი იყვნენ: ერტნს ჰაპელი და ოტმარ ჰიტცფელდი. ლიგის მოგების შემდეგ კი მაურინიო ნერიაძურის დატოვებს და მადრიდულ "რეალს” ჩაუდგება სათავეში. მას ასე, 2009/2010 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული დამსახურებულად "ინტერი” გახდა!..
ბაიერნი 0–2 ინტერი
გოლები: მილიტო, 35, 71
ბაიერნი: ბუტი, ვან ბუიტენი, დემიკელისი, ბადშტუბერი, რობენი, ვან ბომელი, შვაინშტაიგერი, ალტინტოპი (კლოზე, 63), მიულერი, ოლიჩი (გომესი, 74) ინტერი: ჟულიო სეზარი, მაიკონი, ლუსიო, სამუელი, კივუ (სტანკოვიჩი, 68)ძანეტი, კამბიასო, სნეიდერი, პანდევი (მუნტარი, 79), ეტო’ო, მილიტო (მატერაცი, 90+2) გაფრთხილება: დემიკელისი – კივუ
|