ბოლო ტურში გამართული მილანური დერბი სკანდალით დასრულდა. სადისციპლინო კომიტეტმა ინტერის ნახევარმცველს უესლი სნეიდერს მსაჯის შეურაცხყოფისა და ირონიული ტაშისათვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. თავად ინტერი 7000 ევროთი დაჯარიმდა გულშემტკივრის მიერ მოედანზე ნასროლი უცხო საგნების გამო. ასევე "ნერაძურის" 2500 ევრო დაეკისრა მეორე ტაიმზე ორწუთიანი დაგვიანებით გამოსვლისათვის. მატერაცის, რომელიც მატჩის შემდგომი ზეიმისას მილანელთა პრეზიდენტის სილვიო ბერლუსკონის ნიღაბს ატარებდა, მიეცა გაფრთხილება. ლუსიო კი, რომელიც მეორე ყვითელის გამო გააძევეს შემდეგ მატჩს გამოტოვებს.
|