ტურინის იუვენტუსის წამყვანი ნახევარმცველი, ფელიპე მელო ჟურნალისტებს ესაუბრა. ბრაზილიელის განცხადებით, გუნდში ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, რომლებიც აუცილებლად გამოსწორდება. მისივე თქმით, ამჟამად ინტერი–იუვეზე ძლიერია.
ვფიქრობ, ამჟამად ინტერზე ქვემდგომი ძალა ვართ.–განაცხადა მელომ Tuttosport
–თან ინტერვიუში. გაწმუნებთ, ახლო მომავალში ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შეიცვლება. მოხუცი სენიორა შენების პროცესშია, ახლა უკვე კარგი არქიტექტორით და იმედია აღმშენებლობითი სამუშაოები მალე დასრულდება და იუვე, ძველებურად ათამაშდება.
ნერაძურას დიდებული მწვრთნელი ყავს–ჟოზე მაურინიოს სახით. პორტუგალიელი ძალიან გამოცდილი, ჭკვიანი და ბრწყინვალე ტაქტიკოსია. ამ მხრივ, ინტერის ხელმძღვანელობას არანაირი პრობლემა არა აქვს. ვიმედოვნებ ძაკერონიც ასეთივე მაღალი დონის თავკაცად წარმოგვიდგება და გუნდის განვითარებაში დაგვეხმარება.
როგორც მოგეხსნებათ, ტურინული გრანდის ნახევარმცველი, ფელიპე მელო ძალიან არასტაბილური მოთამაშეა. იუვეს ხელმძღვანელობას, მისი გამოსყიდვა საკმაოდ ძვირი დაუჯდა, მაგრამ ჯერ–ჯერობით ბრაზილიელი, გაცემულ ავანსებს სრულად ვერ ამართლებს.
ის ფაქტი, რომ მოხუცი სენიორას მესვეურებმა ჩემს ტრანსფერში 25 მილიონი ევრო გადაიხადეს, არ ნიშნავს, რომ მე ყოველ უიქენდზე გოლი უნდა გავიტანო. გულშემატკივრის უკმაყოფილების მიზეზი ნათელია, მაგრამ ჩემი სამუშაო მეტოქის შეტევების ჩაშლაა და არა მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა, მაგრამ თუ შანსი მომეცა აუცილებლად გამოვიყენებ
|