სქაი სპორტ 24 გვატყობინებს, რომ მილანის ინტერს ფრანგული ლილის თავდამსხმელის- ედენ აზარის შეძენა სურს.
იტალიელებს გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერება სურთ და ამისათვის 20 წლის ფორვარდი საუკეთესო ვარიანტად მიაჩნიათ. ახალგაზრდა მოთამაშის გადმობირება ისეთ გრანდებს სურთ, როგორიცაა იუვენტუსი, ბაიერნი, რეალი და არსენალი. სწორედ ამ კლუბებისთვის მოუწევს ნერაძურის კონკურენციის გაწევა.
ძაღლები (იგივე ლილი -ავტ. შენიშვნა) ბელგიელის სანაცვლოდ 20 მლნ ევროს ითხოვენ.
|