მილანის ინტერის ხელმძღვანელები, თანაქალაქელ როსონეროს მესვეურებთან ერთად უნიჭიერესი ახალგაზრდას, ლომანა ლუკაკუს შეძენას ცდილობენ. ახალი დროგბა მხოლოდ 17 წლისაა, მის ყიდვას ისეთი სახელოვანი კლუბები ცდილობენ, როგორიცაა მადრიდის "რეალი", კატალონიის ბარსელონა, მილანი, მანჩესტერ იუნაიტედი, ლონდონის ჩელსი და ახლა უკვე მილანის ინტერიც.
ლუკაკუ სახელოვან წინამორბედ დიდიე დროგბას არც აღნაგობით, არც წარმომავლობით და არც თამაშის ხარისხით არ ჩამოუარდება... ასე რომ ივნისის სატრანსფერო ბაზარზე მისი ფასი და ინტერესი სულ უფრო მაღლა აიწევს.
|